USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  602
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი, დაახლოებით, ერთ ჰექტარს მოიცავს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტება, საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსება საპარკო ავეჯი, ასევე, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება - მოეწყობა სასეირნო ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონები, ასევე, ცხოველებისთვის დამოუკიდებელი სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განახლდება ჟიული შარტავას სახელობის მემორიალიც. გვიხარია, რომ ყიფშიძის ქუჩაზე, შემოდგომაზე კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც - მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კახა კალაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დედაქალაქის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის