USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ყაზბეგის გამზირის N32-34-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  451
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N32-34-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.
სკვერის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 0,2 ჰექტარია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების სისტემა.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია, დიდი სივრცე არ გვაქვს, თუმცა მაქსიმუმი გავაკეთეთ. საუბარია, დაახლოებით, ორი ათას კვადრატულ მეტრზე. ადგილობრივ მოსახლეობას, პატარებს ექნებათ შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ, ნორმალურ გარემოში ივარჯიშონ, გაერთონ, დაისვენონ. გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას ყველა რაიონში, უბნების დონეზე შევალთ და თუნდაც პატარა სივრცეებს მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ, გავამწვანებთ, განვაახლებთ, რათა, პირველ რიგში, ადგილობრივებს ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდა საპარკო ავეჯი და განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც. კერძოდ, ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 800 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 382 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 574 539 ლარი შეადგინა.
რეაბილიტირებული სკვერი კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილეებმა - ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის