საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა.ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
უწყების ცნობით, ამჟამად ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი.