USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს
თარიღი:  654

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომლიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
აღნიშნულის გამო, მოქალაქეებს, რომლებიც თ.ც-ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის