USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვოლოდინი აფრთხილებს სომხეთს
თარიღი:  1440

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ზაგიბა გაფაროვასთან შეხვედრისას გააფრთხილა მთიანი ყარაბაღის სიტუაციის მოგვარებაში ევროპული სტრუქტურების, განსაკუთრებით ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართვის მცდელობების შესახებ. ამის შესახებ წერს radar.am-ი.

„დავიწყოთ იქიდან, რომ არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების დონეზე. ჩვენ ამით ვიხელმძღვანელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეთანხმებების განსახორციელებლად. ხოლო ვინც ევროპული ინსტიტუტების მიმართულებით განცხადებებს აკეთებს, შეიძლება უბრალოდ დაკარგოს ქვეყანა“, – ციტირებს ვოლოდინის განცხადებას სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური ვებგვერდი.

სათათბიროს სპიკერის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ჩართვა ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში „გააუარესებს ვითარებას, შექმნის ახალ პრობლემებს და თუ ამას გააკეთებენ, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ შედეგებზე“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის