USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ
თარიღი:  516

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული. უკრაინელი ჯარისკაცები, უკრაინული იარაღი, უკრაინული ტანკები, უკრაინული რაკეტები არის ის, რაც ევროპას ასეთი მარშებისგან იცავს, როგორსაც დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ვხედავთ. და როდესაც მოვითხოვეთ, F-16 ავიაგამანადგურებლები ან ATACMS მოგვცეთ, ჩვენს საერთო თავდაცვას ვაძლიერებთ. ნამდვილ თავდაცვას. მეორე, ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს.

დროა, მსოფლიოში ყველამ გულწრფელად თქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალური ქმედებები არაპროვოცირებული იყო და არის და ყველა ექსკლუზიურად, ჩვენი უსაფრთხოების საერთო პრიორიტეტებზე უნდა ვფოკუსირდეთ. ნატო მხოლოდ სიტყვა ან ფორმალური დაპირებების კრებული არაა. ეს სანდო გარანტიებია ყველასთვის, რომ მშვიდობა არ იქნება განადგურებული. უკრაინის გარეშე ასეთ გარანტიებს ფასი არ აქვს. უკვე ივლისში ვილნიუსის სამიტზე ისტორიული შანსია რეალური გადაწყვეტილებებისთვის. ნებისმიერ ერი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ამას მხარს უჭერს. რას ვიზამთ ჩვენ, უკრაინელები? ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ჩვენს თავისუფლებას დავიცავთ. ჩუმად და პასიურად არ ვიქნებით. ვიცით როგორ გავიმარჯვოთ და ეს მოხდება და რას იზამთ თქვენ, რუსები? რაც უფრო დიდხანს რჩებიან თქვენი ჯარები უკრაინულ ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ განადგურებას მოიტანენ რუსეთში. რაც უფრო დიდხანს არის ეს პიროვნება კრემლში, მით უფრო მეტი უბედურება იქნება“, - წერს ზელენსკი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის