USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს - რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ
თარიღი:  817

“გზა ევროკავშირისკენ უკრაინისათვის ეს არის გზა შინისკენ. და რუსეთს სურს, რომ ეს გზა გაანადგუროს ტოტალური ომით, მაგრამ ჩვენს ამას არ დავუშვებთ. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტისადმი მიმართვაში.

დარბაზში შესულ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მხურვალე ტაში მოჰყვა მის სიტყვით გამოსვლასაც, რის შემდეგაც დარბაზში უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები გაისმა. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.

თავისი მიმართვა კი უკრაინის პრეზიდენტმა დაიწყო უკრაინული მისალმებით:"სლავა უკრაინე!", მადლობა გადაუხადა უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას, რომელიც გასული წლის 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვეროპარლამენტის ტრიბუნიდან ვლადიმირ პუტინს უწოდა „დიქტატორი, რომელიც საბჭოთა იარაღის წარმოადგენელი მარაგით“ ემუქრება ევროპულ ცივილიზაციას და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის შეტევითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე.

ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იზიარებს ევროპის და არა რუსეთის ღირებულებებს, რომელიც უკრაინის წარსულში დაბრუნებას ცდილობს.

„რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპული ფასეულობების გარანტი მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება.

„გიწვევთ ყველას უკრაინაში, დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ევროკავშირის დროშა გადასცეს.

 

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის