USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბორის ჯონსონთან საუბარში ვიგრძენი, რომ ომის საწინააღმდეგო კოალიცია მალე უფრო ძლიერი გახდება
Date:  564

ვესაუბრე დღეს გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს იმ დაცინვაზე, რომელსაც იტანს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქალაქები. ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან საუბარში კი ვიგრძენი, რომ ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიცია მალე უფრო ძლიერი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის დასამყარებლად გახდება კიდევ უფრო ძლიერი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის კონტინენტზე მყოფთა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის.

"ამიტომაც გვსურს ვხედავდეთ პარტნიორებისგან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც რეალობას ეფუძნება და არა დეკლარაციებს ან აბსტრაქტულ მსჯელობას. ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან რათა განიხილონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ ველით კონკრეტულ სიგნალს. ველით ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს იქნება სამართლიანი. ეს იქნება ევროპულად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი ლიდერი რა პოზიციას იკავებს. ჩვენ ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენ მხარეს და ვინ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უბრალოდ ბუღალტერია, შემოსავალი, გასავალია და მეტი არაფერი. ვიმუშავებთ, დავარწმუნებთ, სიცოცხლე დაარწმუნებთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way