USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ვოლდემარ ზელენსკი: ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს და არც მოსკოვს , ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით
Date:  

ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ის გამოეხმაურა მოსკოვის ცნობებს, რომ კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა.

“ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს, არც მოსკოვს, ჩვენ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ სოფლებსა და ქალაქებს ვიცავთ. იარაღის ამისთვისაც კი არ გვყოფნის… ასე რომ - პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე რუსეთს გამარჯვებები არ აქვს და პუტინს აღარ შეუძლია რუსული საზოგადოების მოტივირება და ჯარისკაცების უბრალოდ ომში გაგზავნა, ამიტომ იგი დაინტერესებული, რომ უკრაინას რაღაც “დანაშაულები” დააბრალოს.

“რამე უეცარი უნდა აკეთოს: ხან “მკვლელობის მცდელობები,” ხან დრონები, ხან რაღაც “იხვები, რომლებმაც ისინი დაბომბეს.” ყოველდღიურად ამა თუ იმ ნაბიჯებს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მარტივად გვარდება: არავის დაშინება არ არის საჭირო, არ არის იარაღის გამოყენება საჭირო, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გახვიდეთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way