USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ვლადიმერ პუტინმა და გრიგორი იავლინსკიმ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს
თარიღი:  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა, - ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „იაბლოკოს“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება იყო.

პარტიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „იავლინსკის პრინციპული პოზიციაა“. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება და მზადაა მათში პირადად მიიღოს მონაწილეობა.

ზოგიერთი მედია საშუალება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა იავლინსკის უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის