USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს
თარიღი:  1254

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მომავალ კვირას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.

პუტინის შეთავაზების მიხედვით, მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში უნდა გაიმართოს, როგორც ადრე. მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალებზე კვირას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაესაუბრება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის არის მზად.

„ამ მოლაპარაკებების აზრი კონფლიქტის პირველადი მიზეზების აღმოფხვრა, ხანგრძლივი, მყარი ზავის დადებასა და ისტორიულ პერსპექტივაზე გასვლაშია. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ახალ ზავზე, ცეცხლის ახალ შეწყვეტასა და რეალურ ზავზე შევძლებთ შეთანხმებას“, - განაცხადა პუტინმა.

კიევის პუტინის შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა შაბათს, უკრაინის დედაქალაქში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის