USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვლადიმერ პუტინი - სიამოვნებით შევხვდები ტრამპს - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან
თარიღი:  474

სიამოვნებით შევხვდები ტრამპს, მაგრამ ჯერ საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა".

პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად "შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები". პუტინმა აღნიშნა, რომ "სიამოვნებით შეხვდება ტრამპს", მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.

პუტინის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე "სრულიად სხვა ხალხი" იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის