USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ვლადიმერ პუტინი - საქართველოში სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვუყურებ და ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?
თარიღი:  418

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მან პირადად გადაწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

„ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კოლეგებს შორის გავანაწილო ყველაფერი დადებითი, რაც ჩვენთან ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება და წინადადება იყო“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

მან ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ქართველ ბიზნესმენს უპასუხა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის და უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები „დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან", მათ შორის საკურორტო სეზონთან.

„მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან“, განაცხადა პუტინმა.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ბიზნესს სარგებელს მოუტანდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია იმის მოსმენით, რამაც შეხვედრაზე ქართველი ბიზნესმენის მხრიდან გაიჟღერა.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, საქართველოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს.

„მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მან აღნიშნა: „რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს“.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” - განაცხადა პუტინმა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის