USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უბრალოდ იცავს არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას
თარიღი:  680

რუსეთი არ აპირებს გახდეს ახალი ჰეგემონი, არამედ უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ სთავაზობს უნიპოლარობის ბიპოლარობით შეცვლას”, - განაცხადა მან „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას.

პუტინის თქმით, მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მოუწევთ საერთო მომავალზე საუბარი.

„მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი დასავლეთში ცხადდება როგორც დივერსიული პროპაგანდა და საფრთხე დემოკრატიისთვის და ყველგან ხედავენ კრემლის მაქინაციებს.

„ახლა მიაღწიეს აბსურდულ წერტილს, როცა ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი გამოცხადებულია დივერსიულად, პროპაგანდად და დემოკრატიის საფრთხედ. აი, რა გამოდის რუსეთიდან - ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს. ჩვენ მართლა ასეთი ყოვლისშემძლეები ვართ?", - განაცხადა პუტინმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის