USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში
Date:  511

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

თავის განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინი აღნიშნა და განაცხადა, რომ მას 90-იანი წლებიდან იცნობდა.

„ის რთული ბედის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც ჰქონდა, თუმცა საჭირო შედეგებს აღწევდა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მაშინაც, როდესაც მას საერთო საქმისთვის ვთხოვდი, როგორც ეს ბოლო თვეებში იყო“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი, მუშაობდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც, კერძოდ აფრიკაში“, - განაცხადა პუტინმა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way