USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ვხედავდით შეტევებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე - პაპუაშვილი მეუფე შიოზე
თარიღი:  

ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს.

მისი თქმით, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში – ადამიანს ჯერ სიტყვით კლავდნენ, შემდეგ კი საქმით.

„რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი არის თუკი ასეთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ არის ეჭვები  და დადასტურებულად არაფერი არ არის. სამწუხაროა რასაც ვისმენთ და შოკისმომგვრელია. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე. აი ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში. ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით. მე იმედი მაქვს, რომ არ დადასტურება, რომ იყო რაიმე განზრახ ქმედება, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი

შეკითხვაზე, თუ ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს და იყო თუ არა ეს ოპოზიცია, შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია.

„არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიჰქონდა შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ჩვენს ისტორიაში ეს პირველად არ ხდება… ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ”, – ამბობს პაპუაშვილი.

 

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის