USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ვიზიტორების მიერ საქართველოში გაწეული ხარჯები 12.9 პროცენტით შემცირდა
Date:  366

2020 წლის I კვარტალის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ უცხოელ ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში, შესაბამისად, 559.3 ათასი და 241.3 ათასი ვიზიტი.

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.7ღამე) 8.8 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 83.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 3.7 პროცენტით გაიზარდა და 922.4 ლარი შეადგინა.
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way