USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვიქტორ ორბანი: უკრაინის 7 პირობიდან სამი შეუსრულებელია, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ, თუ არ შეგისრულებიათ, მაშინ არ არის შანსი მოლაპარაკებების გასახსნელად
თარიღი:  

უკრაინის მოკლევადიანი ფინანსური დახმარება უკვე ევროკავშირის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. თუ უფრო მეტი ფული უნდა მივცეთ და უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, მაშინ ეს ბიუჯეტის მიღმა უნდა მოხდეს. გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ამ პროცესს აქვს წინაპირობები, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

„7 პირობა განსაზღვრული იყო და კომისიის დასკვნაშიც კი სამი 7 პირობიდან შეუსრულებელია და ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის მიზეზი დისკუსიისთვის, რომელიც შეიძლება შეეხოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას. გახსოვდეთ რომ წინაპირობები არა უნგრეთმა, არამედ ევროკომისიამ დააწესა. 7 პირობაა და პირობა არის პირობა. არათუ სამი, ჩემი შეფასებით უფრო მეტი არ შეუსრულებია. ამიტომ ეს საკმარისია ვთქვათ, თუ არ შეგისრულებიათ, მაშინ არ არის შანსი მოლაპარაკებების გასახსნელად. ჩვენ აქ ვართ სავაჭროდ და აქ ვართ პრინციპებით. უნგრეთი არცერთ საკითხს უკრაინასთან არ აკავშირებს. 2024 წელს დაველოდოთ ივნისის არჩევნებს ევროპაში და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერ შეასრულონ 7 რეკომენდაცია და მერე დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების საკითხს“, - აღნიშნა ორბანმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის