USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ვიქტორ ორბანი: უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია
თარიღი:  

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა.

„დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ვმართავდით მოლაპარაკებებს ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე. გვქონდა დიდი დებატები ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხზე. უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა არაა მზად მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის აბსოლუტურად უაზრო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა - დავიწყოთ უკრაინასთან მოლაპარაკებები ამ გარემოებებში. უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. მეორე მხრივ, დანარჩენი 26 ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას ემხრობოდა. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი თავისებურად უნდა მოიქცნენ. უნგრეთს არ სურს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში თანამონაწილეობა და ამ მიზეზით უნგრეთი დღეს გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა. გრძელდება მოლაპარაკებები ბიუჯეტში შესწორებების თაობაზე“, - აღნიშნა ორბანმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის