USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ვიქტორ ორბანი: დროა შევარყიოთ ევროკავშირის ცუდი ხელმძღვანელობა
Date:  558

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ამ ევროპული არჩევნების აზრი ხელმძღვანელობის შეცვლაა. თუ ხელმძღვანელობა ცუდი აღმოჩნდა, ის უნდა შეიცვალოს. ეს მარტივია“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ვფიქრობ, ევროპაში და განსაკუთრებით ბრიუსელში თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ჩვენ მას კომუნიზმს ვუწოდებთ თუ არა, ჩვენ ვცხოვრობთ […] ჩაგვრის ზღვარზე ევროპაში“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ არის უნგრელების ომი.

„რასაც ევროპელები აკეთებენ ცუდია, მიზნად არ ისახავენ ცეცხლის შეწყვეტას და ჩვენ სერიოზულად არ ვუპირისპირდებით იმ ქვეყნის მხარდაჭერის ყველა შედეგს, რომელიც იმყოფება ომში, რომლის [მოგებაც] შეუძლებელია“, - დასძინა მან.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way