USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ვიქტორ გოცირიძე თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ დამაარსებელი
თარიღი:  1912

ამა წლის 18 მარტს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე სადგური "გოცირიძე" თითქმის სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

ვისაც თბილისის მეპროპოლიტენით გისარგებლიათ, ყველასთვის ნაცნობია ამ კაცის გვარი - მისი სახელობის სადგური ჯერ საბურთალოს ხაზზე იყო (ამჟამად „დელისი“), ახლა კი სადგურ „ელექტროდეპოს“ დაარქვეს „გოცირიძე".

ვიქტორ გოცირიძე ითვლება თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ დამაარსებლად. მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კილომეტრიანი ხაზისა და 21 სადგურის მშენებლობა. დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე მრავალი საგზაო და სარკინიგზო გვირაბის (როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში), სოფლის მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტების, რკინიგზის ვაგზლების (სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტომობილო გზის, კოსმოსური სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყარო) მშენებლობაში, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კეთილმოწყობაში (1977; მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, სხვებთან ერთად). ხელმძღვანელობდა აგრეთვე თბილისის რკინიგზის ვაგზლის, ფიზიკის ინსტიტუტის, რესპუბლიკის მოედნისა და მეტეხის გვირაბის მშენებლობას; მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. 1995–2006 წლებში ვიქტორ გოცირიძის სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური „დელისი“, 2011 წლიდან კი მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ „ელექტროდეპოს“.

2012 წლამდე მის სახელს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "დელისი" ატარებდა (სხვა წყაროს მიხედვით - 1995-დან 2006 წლამდე), ხოლო 2012 წელს კი (სხვა წყაროს მიხედვით - 2011 წლიდან) მისი სახელი "ელექტროდეპოს" მიენიჭა.

 

.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის