USD 2.7516
EUR 3.1305
RUB 3.3672
თბილისი
ვინ დააბრუნა სომხური სიცრუე საქართველოს ისტორიაში - სიმონ მასხარაშვილი
თარიღი:  905

Რატომ დააბრუნა Სიმონ ყაუხჩიშვილმა ,, ქართლის ცხოვრების" ახალ გამოცემაში მხითარისტი სომხების შემოგდებული ფალსიფიცირებული ტექსტები?! - წერს თავის სოციალურ ქსელში ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილი.

"ყველაზე ძველი ისტორიული წყარო, რომელშიც გადმოცემულია ინფორმაცია ქართველთა წინაპრების შესახებ, არის იპოლიტე რომაელისა (170-235 წ.წ.) და ეპიფანე კვიპროსელის (გარდაიცვალა 403 წელს, დაახლოებით ასი წლის ასაკში) ნაშრომები ხალხთა წარმოშობის შესახებ. ორივე ავტორი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია. მათი ნაშრომების გადამუშავებული სამეცნიერო თხზულება ხალხთა წარმოშობის შესახებ მე-11 საუკუნის დასაწყისში შეადგინა უდიდესმა ქართველმა საეკლესიო ავტორიტეტმა, იოანე მთაწმინდელის ვაჟმა, ათონის მონასტერთა უმაღლესმა წინამძღვარმა, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელმა, რომლის ერთ-ერთი ბიძაც იყო თორნიკე ერისთავი. ექვთიმე მთაწმინდელის ნაშრომი შედგენილია მე-10-მე-11 საუკუნეების მიჯნაზე. ექვთიმე მთაწმინდელს ისევე, როგორ იპოლიტე რომაელსა და ეპიფანე კვიპროსელს, ყველა ქართული ტომი, მათ შორის, ლაზებიც, ჰერებიც, სვანებიც და მესხებიც ნოეს ერთ-ერთი ვაჟის სემის შთამომავლებად მიაჩნიათ. ისინი სემის შთამომავლებად, ანუ სემიტებად მიიჩნევენ აქემენიან სპარსთა წინაპარ ელამელებს, შუმერთა და ხურიტთა შთამომავალ ქალდეველებს, არამეელებსა და ებრაელებს, მაგრამ ესპანელები, ბასკები და გერმანელები იაფეტის შთამომავლებად ჰყავთ გამოცხადებული.
 
სამივე რა თქმა უნდა, ითვალისწინებს, შიფრავს და აკონკრეტებს ბიბლიურ მონაცემებს ხალხთა წარმოშობის შესახებ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებისა და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეთა მიერ თარგმნილ ძველი აღთქმის ტექსტში, კერძოდ, დაბადებაში, სემის შვილიშვილად არის დასახელებული მოსოხი, რომელიც ეტიმოლოგიურად მესხის იდენტურია. ტერმინ მესხს, არამეული და ივრითული ენების თავისებურებათა გათვალისწინებით, არავითარი კავშირი არა აქვს იაფეტის ვაჟ მოსოქთან. ექვთიმე მთაწმინდელის, იპოლიტე რომაელისა და ეპიფანე კვიპროსელის თხზულებანი შეკრიბა, მეცნიერულად დაამუშავა და პირველად და ერთადერთხელ გამოსცა კორნელი კეკელიძემ. სამწუხაროდ, ეს ნაშრომი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა იხილა.
 
ეს ნაშრომი დაიბეჭდა 1938 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ კრებულში, რომელშიც თავისი საუკეთესო ნაშრომები შეიტანეს ნიკო ბერძენიშვილმა, იუსტინე აბულაძემ, იასე ცინცაძემ, კორნელი კეკელიძემ, შალვა ნუცუბიძემ, მიხეილ ზანდუკელმა და სხვ. ამ კრებულში ნომერ პირველ სამეცნიერო სტატიად, როგორც ჩანს, თავისი მნიშვნელობის გამო, სწორედ კორნელი კეკელიძის ნაშრომია დაბეჭდილი. არადა, პირველად ამავე კრებულში გამოქვეყნდა დიმიტრი უზნაძის გენიალური “განწყობის ფსიქოლოგიისათვის”...
 
სამწუხაროდ, ამ კრებულის მხოლოდ და მხოლოდ სასიგნალო ეგზემპლარები გამოვიდა და კრებულის დაბეჭდვა შეწყდა. უფრო მეტიც, რაც დაბეჭდილი იყო, ისიც ამოიდეს… ამ კრებულის თანაავტორთა შორის იყო ორი პიროვნება, რომლებიც კრებულის გამოცემის პერიოდში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. მართალია, შემდგომში ორივე შეიწყალეს და გაამართლეს, მაგრამ მათ დაჭერას კრებულიც გადაჰყვა. ესენი იყვნენ: სიმონ ყაუხჩიშვილი და შალვა წუცუბიძე, რა თქმა უნდა, ამ კრებულის ეგზემპლარები გადარჩა, სხვაგვარად ჩვენ მათ ვერ გავეცნობოდით, მაგრამ ფართო მკითხველისათვის ყოველივე ზემოთქმული უცნობი დარჩა. სამწუხარო ის არის, რომ 1938 წელს სტალინის მითითებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. შესაბამისად, დიდი იყო შანსი, რომ კორნელი კეკელიძის ზემოხსენებულ ნაშრომს ხალხთა წარმოშობის შესახებ მსოფლიო აღიარება მოეპოვებინა, მაგრამ, ვინაიდან ეს კრებული დაიბლოკა, ნაშრომმა მსოფლიო რეზონანსი ვეღარ გამოიწვია.
 
ქართველთა წარმომავლობის შესახებ კორნელი კეკელიძის ნაშრომში მოტანილი მტკიცებულებანი უტყუარ ჭეშმარიტებად იყო აღიარებული ქართველ და საბჭოთა მეცნიერთა შორის და ამ აზრს სტალინიც იზიარებდა.
 
უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი და ამ კრებულის მთავარი რედაქტორი გიორგი კიკნაძე სტალინისა და ბერიას მიერ შერჩეული ახალგაზრდა კადრი იყო და პარალელურად ითავსებდა საბჭოთა კავშირის ხალხთა პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორობასაც. შემდგომში — გიორგი კიკნაძე საქართველოს განათლების, ხოლო 1944-1952 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. სწორედ იგი ითხოვდა გაეროში საქართველოს სახელით ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას! გაბატონებული მითია, რომ თითქოს „ქართლის ცხოვრების“ ავტორი არის ლეონტი მროველი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა..ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ კრებულის ზოგიერთი ნაწილის სავარაუდო გადამწერია.
რაც შეეხება ამ კრებულში შეტანილი ნაშრომების ავტორთა ვინაობას, მათი უდიდესი ნაწილი დღემდე დაუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზოგადოებაში გაბატონებული აზრი ლეონტი მროველს მიიჩნევს „ქართლის ცხოვრების“ კრებულის ავტორად, სინამდვილეში „ქართლის ცხორებაში“ მოთავსებული თხზულებების ნაწილი მის დაბადებამდე რამდენიმე საუკუნით ადრეა დაწერილი, ხოლო ნაწილი — გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ. ზოგიერთები ლეონტი მროველს მიაწერენ ქართველების სომხების „უმცროს ძმად“ წარმოჩენას. უფრო მეტიც, ქართული ენის სომხურის „დეგრადირებულ ვარიანტად“ გამოცხადებას!
 
სავარაუდოთ, ეს ყოველივე ლეონტი მროველის გარდაცვალებიდან ხუთასი წლის მერე შექმნილი და ნაძირალა ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით გაპიარებული ბინძური ტყუილია, რასთანაც ლეონტი მროველს ხელი არა აქვს! დავიწყოთ იმით, რომ ერთადერთ წარწერაში ზემოხსენიებული ლეონტი მროველის , ანუ, ფაქტობრივად, უცნობი ბიოგრაფიის მქონე პიროვნების მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, ექვთიმე მთაწმინდელთან გატოლება სასაცილოა.
 
გარდა ამისა, მე-11 საუკუნეში, როდესაც ქართული ეკლესიის იდეოლოგიას მთლიანად წარმართავდნენ ათონელი მამები, გამორიცხულია, ვინმე ქართველ ეპისკოპოსს, მათ შორის, რიგით ლეონტი მროველს გაებედა ექვთიმე მთაწმინდელის საპირისპირო აზრების მტკიცება და წერა. მეორე – ის ტექსტი, სადაც ჰაოსი ქართლოსის უფროს ძმად არის გამოცხადებული, ლეონტი მროველს არ ეკუთვნის. იგი „ქართლის ცხოვრების" კრებულის ზოგიერთი ტექსტის თანახმად, მართლაცმიჩნეულია რამდენიმე ხელნაწერის შემკრებ-გადამწერად, მაგრამ არა იმ ტექსტისა, სადაც ჰაოსის ქართლოსზე უფროსობაზეა ლაპარაკი. ეს ტექსტი შეტანილია მხოლოდ და მხოლოდ ანა დედოფლისეულ კრებულში, რომელიც შედგენილი და გადაწერილია მე-17–18 საუკუნეების მიჯნაზე. ანა დედოფალი, ანუ ანა ჩოლოყაშვილი იყო ერეკლე პირველის_ ნაზარალი-ხანის ცოლი. 1688-1703 წლებში, რო- ცა რუსეთიდან დაბრუნებული და გამაჰმადიანებული ერეკლე პირველი „გურჯისტანის ვალის“ ტიტულით აღმოსავლეთ კავკასიას მართავდა, მის კარზე დაიწყო საისტორიო წყაროების შემოკრება და გადამუშავება.
 
ამ საქმეს ჯერ მისი მეუღლე ანა დედოფალი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1703 წლის შემდეგ, რაც ერეკლე პირველი „გურჯისტანის ვალის“ თანამდებობაზე ავღანეთში მებრძოლმა გიორგი მეთერთმეტემ შეცვალა, რომლის ფუნქციასაც „ჯანიშინის“ წოდებით მისი ძმისშვილი, ვახტანგ მეექვსე ახორციელებდა, საისტორიო წყაროების შემკრებისა და გადამუშავების მისია „სწავლულ კაცთა კომისიამ“ გადაიბარა, რომელსაც ბერი ეგნატაშვილი ხელმძღვანელობდა. ერეკლე პირველის და ვახტანგ მეექვსის კარზეც და შემდგომში თეიმურაზ მეორის კარზეც მრავლად იყვნენ მხითარისტი სომხები...
 
მხითარისტი სომხები ოფიციალურად განდგომილი იყვნენ ეჩმიაძინისგან, ანუ სომხური გრიგორიანული ეკლესიისგან და რომის პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ კათოლიკურ საძმოდ, ორდენად ითვლებოდნენ. ისინი ქართველი მეფეების წინაშე ხშირად კისრულობდნენ ევროპასთან ურთიერთობაში დიპლომატების როლს. მხითარისტ სომხებს თავი ისე მოჰქონდათ, თითქოს საქართველოსთვის იღვწოდნენ და ჩვენს მეფეებს ისლამის რკალის გარღვევასა და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის აღდგენა-დალაგებაში ეხმარებოდნენ. სინამდვილეში მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველოში სომხური გავლენების გაძლიერებას და ქართველების ხარჯზე არაერთხელ უნახავთ ხეირი საქართველო ევროპის დაახლოების მოწინააღმდეგე ოსმალებისგან თუ რუსებისგან. ფარულად და რეალურად მხითარისტ სომხებს უმჭიდროესი კავშირი ჰქონდათ ეჩმიაძინის საპატრიარქოსთან. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეულ ხელნაწერში ჰაოს-ქართლოსის ტექსტის ჩაჩურთვის საქმეში. ანა დედოფლისთვის უცნობი იყო ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი, რომლის ერთი ეგზემპლარიც საჩხერეში, მღვიმევის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მეორე სამეგრელოში, ჭყონდიდში, ხოლო რაც შეეხება იმ ეგზემპლარებს, რომლებიც თბილისში იყო დაცული, 1386 წელს თემურ ლენგმა მთელ ბიბლიოთეკასთან ერთად წაიღო და დღემდე ხელმიუწვდომელია. მხითარისტმა სომხებმა ანა დედოფალს მოაჩვენეს, რომ ქართველთა წარმოშობის შესახებ ინფორმაცია მათ თითქოს რომის არქივებიდან ჰქონდათ, არადა, ვიცით, თუ რას წერდა ქართველთა წარმომავლობის შესახებ იპოლიტე რომაელი. სინამდვილეში მხითარისტმა სომხებმა ანა დედოფალსა და „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის რესტავრატორებს შეასაღეს ეჩმიაძინში დაცული ფსევდოდო გიორგი ამარტოელისა და ფსევდო ეფრემ ასურის გაყალბებული ტექსტები. ამ ტექსტების სიყალბე და ჰაოს-ქართლოსის უფროს-უმცროსობის ცრუ წყაროთა ე.წ. „დედნები“ ნიკო მარმა აღმოაჩინა და ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილს ამცნო. ნიკო მარი მსოფლიოში ცნობილი არმენოფილი იყო, მაგრამ ეყო სინდისი, ეთქვა სიმართლე, რომ
„ქართლის ცხოვრებაში“ შეჩურთული ქართველთა შეურაცხმყოფელი ბინძური ტექსტი თავიდან ბოლომდე ეჩმიაძინელ ფსევდოავტორთა სიყალბე გახლდათ!
 
მხითარისტმა სომხებმა ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ ათასი სიბინძურე შეჩურთეს. კერძოდ, თითქოს ჰაოსი ქართლოსის უფროსი ძმა იყო; თითქოს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე ქართველები მკვდრებს ჭამდნენ და ამიტომ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე საფლავები არ გვქონდა; თითქოს ქართველების დედაენა იყო სომხური და ე.წ. ქართული მხოლოდ და მხოლოდ „გარყვნილი და დამახინჯებული სომხურია“... ეს ყველაფერი ეჩმიაძინში დაცული ნაყალბევი ხელნაწერებიდან არის წამოღებული და მე-17-მე-18 საუკუნეების მიჯნაზე ჩატენილია „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში. ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის ძალისხმევით, „ქართლის ცხოვრებაში" მხითარისტი სომხების მიერ შეჩურთული ეს ბინძური ტექსტები გამოცხადდა ფალსიფიკაციად, სამარცხვინო ტყუილად და 1955 წლამდე მას ყურადღებას არავინ აქცევდა. საუბედუროდ, 1955 წელს საქართველოსა და ქართველი ერის დაუძინებელი მტრის ნიკიტა ხრუშჩოვის საამებლად სიმონ ყაუხჩიშვილმა, რომელიც კათოლიკე იყო და შესაძლოა, წარმოშობით მხითარისტიც, დიდი ზარ-ზეიმით გამოსცა „ქართლის ცხოვრების“ ოთხტომეული, რომლის მესამე ტომიც, სხვათაშორის, დღემდე არ გამოქვეყნებულა. სიმონ ყაუხჩიშვილმა 1955 წელს საქართველოს მტრების გულის გასახარად , დიდი ზარ-ზეიმით გამოცემულ „ქართლის ცხოვრების“ პიველსავე ტომში ისევ შემოაგდო ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მარის და კორნელი კეკელიძისა მიერ ბინძურ ფალსიფიკაციად მიჩნეული მხითარისტი სომხების ტექსტები, რომ თითქოს ქართული ენა დეგრადირებული სომხურია, რომ თითქოს ჰაოსი ქართლოსის უფროსი ძმაა და, რომ თითქოს ქართველები მკვდრებისმჭამელები ვიყავით! და ეს სიბინძურე ყაუხჩიშვილმა კიდევ ერთხელ მიაწერა ლეონტი მროველს! მაქვს ეჭვი, რომ 1969 წელს სიმონ ყაუხჩიშვილმა აკადემიკოსობა სწორედ ამ სიყალბისთვისაც მიიღო...კრემლი “ამაგს “ აფასებდა !
 
ამ ბინძური და გაყალბებული ისტორიის შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცის, არადა, საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს!"
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 30 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის  მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, პოლიციის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ყაზბეგის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ირინე სხირტლაძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.