USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ვინ არის პედაგოგი, რომელის წამოსაყვანად ტრამპმა მოსკოვში თავისი დიდი ხნის მეგობარი გაგზავნა
თარიღი:  4954

რუსეთის მთავრობამ აშშ - ს 63 წლის სკოლის პედაგოგი მარკ ფოგელი გადასცა, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით 2021 წელს  დააკავეს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფოგელი პატიმართა გაცვლის პროგრამის ფარგლებში გაათავისუფლეს, თუმცა ვის გაათავისუფლებს სანაცვლოდ აშშ, ჯერ უცნობია.

11 თებერვლის საღამოს, ფოგელს, რომელმაც რუსეთში პატიმრობაში 3 წელზე მეტი გაატარა, თეთრი სახლის ჭიშკართან თავად პრეზიდენტი ტრამპი შეეგება. Მათი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ტრამპმა მისალმებისას განაცხადა, რომ ფოგელი მშვენივრად გამოიყურება, მასწავლებელმა კი უპასუხა, რომ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობს.

უკვე თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ფოგელმა ტრამპს და მის გუნდს გმირები უწოდა და ასევე განაცხადა, რომ, პრეზიდენტმა პუტინმა გამოიჩინა დიდი გულისხმიერება", როდესაც ის შეიწყალა.

ამასთან, ფოგელის რუსმა ადვოკატმა დიმიტრი ოვსიანნიკოვმა ,, ინტერფაქსს" განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, რომელი პროცედურით გათავისუფლდა მისი კლიენტი და იყო, თუ არა, ეს შეწყალება.

,, ოფიციალური დოკუმენტები ჩვენ არ გვქონდა. ყველაფერმა სპეცსამსახურების გზა გაიარა. ჩვენ ზუსტად ვიცით ამერიკელი კოლეგებისგან, რომ ეს იყო გაცვლა. ვისზე გაცვალეს - არ ამბობენ. "- განაცხადა ოვსანნიკოვმა.

ადვოკატის თქმით, გასულ კვირას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ფოგელი რიბინსკოს კოლონიიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, თუმცა პატიმრის გათავისუფლება არ შეატყობინეს. ოვსიანნიკოვის ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს ფოგელი დედას დაუკავშირდა, როდესაც უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდა.

შიტკოფის თვითმფრინავი

სამშობლოში ფოგელი სტივ უიტკოფთან ერთად ჩაფრინდა. შიტკოფი ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარნომადგენელია, რომელსაც, როგორც ნიუ-იორკ თაიმსი იტყობინება, აშშ - ს პრეზიდენტმა დაავალა ,, შეასრულოს განსაზღვრული როლი" უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები იტყობინებოდნენ უიტკოფის კუთვნილი Gulfstream G640ER მოსკოვში ჩაფრენას, არც კრემლმა და, არც რუსავიაციამ ეს არ დაადასტურა.

ტრამპის დიდი ხნის მეგობარი, დეველოპერი უიტკოფი მოსკოვში  პუტინს შეხვდა. Შეხვედრა, ზოგიერთი ცნობით, სამსაათნახევარს გაგრძელდა.

ამის შესახებ, რომ ფოგელი პატიმართა  გაცვლის  ჩარჩოს ფარგლებში გათავისუფლდა, პირველად აშშ ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაილკ უოლტცმა დაადასტურა. Შემდეგ, კი იგივე გაიმეორა ტრამპმა.

ტრამპმა თქვა, რომ ,, რუსეთი ძალიან კარგად მოქმედებდა" ფოგელის გათავისუფლების საკითხებში და ეს დამაიმედებელია,

მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისათვის.

თუმცა  ტრამპმა  უარი თქვა ესაუბრა გაცვლის პირობებზე. ტრამპი მხოლოდ შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა : ,, გაცვლის პირობები  იყო ძალზე სამართლიანი და გონივრული" და არ ჰგავდა  აშშ-ის სხვა პრეზიდენტების მიერ დადებულ გარიგებებს.

,, ხვალ კიდევ ვიღაც იქნება გათავისუფლებული" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გასული წლის 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის შედგა მაშტაბური გაცვლა, რომლის შედეგად ერთდროულად 26 პატიმარი გაათავისუფლეს. Მოსკოვმა დასავლეთს გადასცა 16 პირი, მათ შორის ჟურნალისტი ევანა გერშკოვიჩა და პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რუსულ მხარეს კი გადასცეს 10 პირი, ფსბ-ს სპეცრაზმელის ვადიმ კრასიკოვის ჩათვლით, რომელსაც მკვლელობისთვის გერმანიაში უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პირობა დავდეთ, პირობა შევასრულეთ.

პრეზიდენტმა ტრამპმა ფოგელის ოჯახს დაჰპირდა, რომ მარკს სახლში დააბრუნებდა. სამწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ის თავისუფალია. "- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ამასთან რუბიომ აღნიშნა, რომ ფოგელის გათავისუფლება "ვახსენებს იმ ფაქტს, რომ აშშ ის სხვა მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსეთში პატიმრობაში" და ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ისინი  სახლებში დააბრუნოს.

რუსეთის მხარემ ფოგელის გათავისუფლებაზე კომენტარი, მხოლოდ ოთხშაბათს, მოსკოვის დროით 13 : 00 - ზე გააკეთა. Დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის ჩარჩოს ფარგლებში მოხდა ფოგელის გათავისუფლება, თუმცა არ დაასახელა, სანაცვლოდ მოსკოვს ვინ გადაეცემა.

რაც შეეხება უიტკოფის შეხვედრას პუტინთან, პესკოვმა უპასუხა, რომ ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს.

პატიმარი ფოგელი

აშშ ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი მარკ ფოგელი, რომელიც მოსკოვში,

ანგლო-ამერიკულ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, შერემეტიევოს აეროპორტში, 2021 წლის აგვისტოში დააკავეს. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისას, ფოგელის ბარგში მარიხუანა და ჰაშიშის ზეთი აღმოაჩინეს. Პოლიცია ამტკიცებდა, რომ მარიხუანა დაფასოებული იყო საკონტაქტო ლინზების ყუთებში. კანაფის ზეთი კი, ელექტრონული სიგარეტების კარტრიჯებში. გარდა ამისა, რუსმა ძალოვანებმა, ფოგელი დაადანაშაულეს, რომ ფოგელს შეეძლო დიპლომატიური სტატუსი გამოეყენებინა რუსეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შემოსატანად და იმ სკოლაში გასავრცელებლად, სადაც მუშაობდა.

ფოგელი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ის მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდა და რუსეთში კანაფის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. 2022 წლის ზაფხულში ხიმკინსკის საქალაქო სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ფოგელის ოჯახმა მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის მთავრობებს, ფოგელის პატიმართა გაცვლით სიებში შეყვანის შესახებ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის