USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
ვინ არ დაჯარიმდება პირბადის გამოუყენებლობისთვის და სად არის სავალდებულო პირბადის ტარება
თარიღი:  1321

მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო. მისი ტარება სავალდებულო არ იქნება 6-წლამდე ბავშვებისთვის. ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების პრობლემა. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ბრონქული ასთმა.

პირბადის ტარება არ მოუწევთ შშმ პირებს, აგრეთვე სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად ლოგოპედის მომსახურებისას.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება. ეს ადგილებია:

საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს მოქალაქეებთან შეხების ალბათობა;

საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, შეკრებებისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენებისას/პრეზენტაციის გაკეთებისას, თუ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;

საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში. ესაა მაღალი რისკის შემცველი სივრცეები;

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსიში.

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები 12 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღეს მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.

ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის