USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
თბილისი
“ვიმყოფები რა საღ გონებაზე...” – ყველაზე უცნაური ანდერძები
თარიღი:  1995

“ვიმყოფები რა საღ გონებაზე...”  - ასეთი ფორმულირებით იწყება ნებისმიერი ანდერძი, რომლესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ადგენენ.

 ყველაზე გრძელი ანდერძი

სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანდერძი 1925 წლს ერთმა ამერიკელმა დიასახლისმა, ფრედერიკა ეველინ სტილუელ კუკმა დატოვა, რომელიც 95 940 სიტყვისგან შედგებოდა და აუცილებლობის მიუხედავად, სრულად ხმამაღლა არასდროს წაკითხულა. მისის კუკს დიდი ქონება არ ჰქონდა, მისი უძრავ-მოძრავი ქონება კი, თითებზე შეიძლებოდა დათვლილიყო. სამაგიეროდ, მისის კუკს, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრი მტერ-მოყვარე შეიძინა, ბრწყინვალე მეხსიერება ჰქონდა და თითოეული მათგანისთვის რამდენიმე სიტყვა (კეთილი თუ ბოროტი, სხვა საქმეა) გამონახა. ანდერძს 20 წელი წერდა და ვისაც ამ საქმიანობის დროს, ნანახი ჰყავდა, დარწმუნებული იყო, რომ რომანს წერდა.

 ყველაზე გრძელი ანდერძი

ყველაზე მოკლე ანდერძის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთმანეთს რამდენიმე დოკუმენტი ეჯიბრება. მიუხედავად დოკუმენტების სიმრავლისა, ოფიციალურად, ასეთად, გერმანელი კარლ ტაუშის უკანასკნელი სურვილი მიიჩნევა. 1967 წლის 19 ივნისს, ნოტარიუსის თანდასწრებით, მან მხოლოდ ორი სიტყვა დაწერა - ყველაფერი  ცოლს!

 ყველაზე საწყენი ანდერძი

ყველაზე საწყენი ანდერძი ავსტრიელმა ფრენსის ლორდმა დაწერა, რომელმაც მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ორგანიზაციები, მეგობრები და მსახურები ჩამოწერა, ბოლოს საკუთარი ცოლი მოიხსენია, რომელსაც მხოლოდ ერთი შილინგი უანდერძა, რათა მას „ტრამვაის ბილეთი ეყიდა და სადმე შორს გამგზავრებულიყო და თავი დაეხრჩო“.

ანდერძით გამდიდრებული ძაღლი

ყველაზე მდიდარ ცხოველად ძაღლი, სახელად გიუნტერ IV ითვლება. 1991 წელს, გერმანელმა მილიონერმა, გრაფინია კარლოტა ფონ ლიბენშტაინმა, საკუთარ ძაღლს, გიუნტერ III-ს, 139 მილიონი გერმანული მარკა დაუტოვა, მისისიკვდილის შემდეგ კი, ფული მის ერთადერთ შვილსა და მემკვიდრეს, გიუნტერ IV-ს ერგო წილად.

ებრაული ანდერძი

ერთმა ლონდონელმა ებრაელმა კი შვილებს მემკვიდრეობა მხოლოდ იმ პირობით დაუტოვა, თუ`ისინი არასდროს გახდებოდნენ პარლამენტის წევრები, არ დაიკავებენ სხვა საჯარო თანამდებობას, არ ითამაშებდნენ ბირჟაზე, არ შეიცვლიდნენ სარწმუნოებას და ებრაელის გარდა, სხვა ეროვნების ცოლს არ მოიყვანდნენ.

ყველაზე რთულად გასაგები ანდერძი

ყველაზე რთულად გასაგები ანდერძი დატოვა ცნობილი ფიზიკოსის ნილს ბორის ლაბორანტმა. ანდერძში იმდენი სპეციალური ტერმინი და რთული ფრაზეოლოგიური სიტყვები იყო, რომ მის გასაშიფრად საჭირო გახდა ექსპერტ-ლინგვისტების მოწვევა. 

ყველაზე იდუმალი ანდერძი

ყველაზე იდუმალი ანდერძი დატოვა მილიარდერმა მიშელ როტშილდმა. კერძოდ, ანდერძში ნათქვამია: “კატეგორიულად და უპირობოდ ვკრძალავ ჩემი ქონების ნებისმიერ აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და მის გამოქვეყნებას…”. ასე რომ ქონების რეალური რაოდენობა დღემდე უცნობია.

ილუზიონისტის ანდერძი

ცნობილმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინმა დატოვა ანდერძი, სადაც მიუთითა, რომ ყველა მისი ფოკუსების საიდუმლოებები ჩაწერა და შეინახა სეიფში, რომლის გაღების უფლებას იძლევა მხოლოდ მისი 100 წლის იუბილეზე. როდესაც აღნიშნულ დღეს ის გააღეს, სეიფი ცარიელი აღმოჩნდა

ჩარლი ჩაპლინის ანდერძი

ლეგენდარულმა კომიკოსმა ჩარლი ჩაპლინმა უანდერძა 1 მილიონი დოლარი იმას, ვინც შეძლებს გამოუშვას ხუთი სიგარეტის კვამლის რგოლი პირიდან, ხოლო მეექვსეს კი მათში გაატარებს. დღემდე ამის გაკეთება ვერავინ ვერ შესძლო.

ფრენკ სინატრას ანდერძი

ამერიკელმა მომღერალმა ფრენკ სინატრამ თავისი ქონება მეოთხე ცოლს, მოდელ ბარბარა მარქსს დაუტოვა, მაგრამ, ამას გარდა, მომღერალმა ისურვა, რომ მის კუბოში ჩაედოთ ბოთლი ვისკი, სანთებელა და 10 ცენტი, იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფოდ დარეკვა დასჭირდებოდა. სინატრას ყველა სურვილი შეუსრულეს, მის საფლავის ქვაზე კი დააწერეს: “ყველაფერი საუკეთესო წინ არის”.

მერლინ მონროს

მსახიობმა მერილინ მონრომ, რომლის სიკვდილიც შეთქმულების თეორიებითაა მოცული, პრაქტიკულად, მთელი თავისი ქონება, საცვლებიც კი, სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელ ლი სტრასბერგს დაუტოვა. მერილინის პირადი ნივთები სტრასბერგის ავტოფარეხში ინახებოდა.  ლი სტრასბერგი 1982 წელს გარდაიცვალა და მისმა ცოლმა მონროს მემკვიდრეობა აუქციონზე 20 მლნ დოლარად გაყიდა. 

ყველაზე უცნაური ანდერძი

ერთმა ადვოკატმა, რომელმაც დააგროვა დიდი ქონება, შეაგროვა კოლექცია 11 ძველებური მანქანებისაგან. ყოველი მათგანი სპეციალისტებმა შეაფასეს დაახლოებით 25 მილიონ დოლარად. სიკვდილის შემდეგ ადვოკატმა დატოვა მეტად უცნაური ანდერძი. მისი სურვილით მანქანები უნდა გადანაწილებულიყო მის 3 შვილზე. ნახევარი უნდა გადასცემოდა უფროს შვილს, მეოთხედი შუათანას, ხოლო მეექვსედი ნაწილი უმცროსს. შვილები საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ უნდა გადანაწილებული სწორად ქონება. როგორ უნდა გაეყოთ შუაზე 11 მანქანა, როგორ გამოეყოთ მეოთხედი და მითუმეტეს მეექვსედი. ქონებაზე კამათის დროს თავისი ახალი სპორტული მაქანით ჩაიარა ცნობილმა ნუმეროლოგმა მისის ზერომ. იკითხა რა ხდებოდა და რითი შეეძლო დახმარებოდა დაღვრემილ ბიჭებს. მას შემდეგ რაც ძმებმა აუხსნეს მიზეზი. მისის ზერომ თავისი მანქანა დააყენა მათი 11 საკოლექციო მანქანის გვერდით. რამდენი მანქანაა აქ? -იკითხა მისის ზერომ. 12 -უპასუხეს ძმებმა. ამის შემდეგ მისი ზერომ 12 მანქანა გაყო ანდერძის თანახმად. ნახევარი ანუ -6 მანქანა შეხვდა უფროსს ძმას. მეოთხედი ანუ 3 მანქანა შუათანას, ხოლო მეექვსედი 2 მანქანა უმცროსს. 6 მიუმატოთ 3 და მიუმატოთ 2 არის – 11 მანქანა, 1 ზედმეტია, ეს ჩემი მანქანაა თქვა მისი ზერომ დაჯდა მანქანაში და წავიდა. “ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ ბიჭებო. ანგარიშის ქვითარს კონსულტაციისათვის გამოგიგზავნით მოგვიანებით!” – მიაძახა ძმებს.

ყველაზე ექსცენტრიული ანდერძი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსცენტრული ანდერძი არსებობს, მათ შორის ჩემპიონის ტიტული,კანადელი ადვოკატის, ჩარლზ მილარის ბოლო სურვილს ერგო. ანდერძმა არამარტო მშობლიური ქალაქის ტორონტოს, არამედ მთელი კანადის ცხოვრებაზეც, წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა.

ჩარლზ მილარი 1928 წელს გარდაიცვალა და მისი უკანასკნელი სურვილი მყისვე სენსაციად იქცა. ანდერძში, ნაცნობები, მოსამართლე და მღვდელი მოიხსენია, რომლებსაც მთელ კანადაში, ყველანაირი აზარტული თამაშების მიმართ, შეუწყნარებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. მილარმა, ერთ-ერთი იპოდრომის აქციების პაკეტი სწორედ მათ უანდერძა. მოსამართლემ და მღვდელმა საჩუქარი მიიღეს., თუმცა, გარდა იმისა, რომ ძალიან მალე,ორივემ აზარტული თამაშებიდან უზარმაზარი მოგება მიიღო, ავტომატურად, როგორც აქციონერები, სწორედ იმ ჟოკეი-კლუბის წევრები გახდნენ, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ებრძოდნენ.

მილარმა, კიდევ თავის ხუთ მეგობარს, რომლებიც ლოთობისა და სპირტიანი სასმელების პრინციპული მოწინააღმდეგნი იყვნენ, ლუდის სახარში კომპანიის აქციები აჩუქა. ხუთიდან მხოლოდ ერთმა თქვა საჩუქარზე უარი. ხოლო სამ ნაცნობს, რომლებიც იმდენად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რომ ერთ შენობაში ერთად ვერ ჩერდებოდნენ,, მილარმა იამაიკაში საკუთარი ვილა უანდერძა.

ანდერძის ყველაზე მთავარი პუნქტი, მან ტორონტოს იმ ქალბატონს უანდერძა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ათი წლის მანძილზე, ყველაზე მეტ ბავშვს გააჩენდა. ანდერძის ეს პუნქტი, სასამართლოში დავის საგანი არაერთხელ გახდა, მაგრამ მილარი იმდენად კარგი ადვოკატი იყო, რომ მოდავეებს შანსი არ დაუტოვა, ამ პუნქტში რაიმე კორექტივები რომ შეეტანათ.

ხოლო იმას, რაც ამის შემდეგ კანადაში მოხდა, „ ტორონტოს დიდი დერბი“ დაერქვა. მომდევნო ათწლეულში, ტორონტოში, ისევე როგორც მთელ კანადაში, ბავშვების დაბადების რაოდენობამ ფენომენალურ რაოდენობას მიაღწია.

საბოლოოდ, 1938 წლის 30 მაისს, მილარის სიკვდილის ათი წლის თავზე, ქალაქის სასამართლომ მემკვიდრეობაზე განაცხადების განხილვა დანიშნა. ბევრი ქალბატონი დისკვალიფიცირებული აღმოჩნდა, მათ შორის ყველაზე რეალური პრეტედენტიც, რომელმაც ათი წლის მანძილზე ათი შვილის გაჩენა მოასწრო. აღმოჩნდა, რომ მას შვილები სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავდა გაჩენილი, რაც მილარის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. დისკვალიფიცირება მიიღო კიდევ ერთმა ქალბატონმა. მან ცხრაჯერ იმშობიარა, მაგრამ ხუთი ბავშვი მკვდრად შობა. ორივე ქალბატონმა დამამშვიდებელი პრიზი, 13 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო 500 ათასი დოლარი ოთხ ოჯახზე, სადაც ათი წლის მანძილზე ცხრა ბავშვი გაჩნდა, ერთნაირად განაწილდა.

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.