„თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნება იტყვის მომავალში, რომ სამომავლოდ გეგმავს თუნდაც სუბსიდირების შემცირებას, მე ჩავთვლიდი რომ უკვე ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. ზოგადად მინისტრის მოადგილის დონეზე კეთდება ხოლმე განცხადებები. წელს მე მქონდა შეგრძნება, რომ მთავრობა პიარში  აქტიურად იყენებდა ამ  სუბსიდირების თემას და პოზიტიურადაც კი ითვლებოდა, ამან გამიჩინა კიდეც ეჭვი, რომ მომავალ წელსაც დაფინანსება დღის წესრიგში კვლავ დარჩება.

მიზნობრიობა პოზიტიურია და მისი მიზანი არის ის, რომ ყურძენი გადაუმუშავებელი არ დარჩეს, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან სწორი და კარგი იყო ის ფაქტიც, როდესაც სახელმწიფომ დასეტყვილი ყურძენი ჩაიბარა, მაგრამ მე ვერ ვხვდები რატომ ვაფინანსებთ მაგალითად იმ შემთხვევას, როდესაც საკუთარ ყურძენს მფლობელი აბარებს საკუთარ ღვინის კომპანიას, ხშირად ვენახები გაფორმებულია არა კომპანიაზე, არამედ კერძო პირებზე და სუბსიდირდება ფასი იმ ყურძნის, რომელსაც ისედაც იბარებდა მეღვინე  და მით უმეტეს წელს არ  ყოფილა ისეთ მაღალი ფასები, რომ  ღვინის გაძვირება გამოეწვია. ვერ ვხვდები, რატომ ვაფინანსებთ მხოლოდ რქაწითელს და მწვანეს, ვერ ვხვდები რატომ ვაფინანსებთ მხოლოდ კახეთის რეგიონს და რაჭას, ძალიან კარგად  ჩანს ისიც, რომ სადაც  სუბსიდირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ უკან მიდის ყურძნის ხარისხი.“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

გამომდინარე იქიდან, რომ სუბსიდირება წლებია გრძელდება სამანიშვილის თქმით ჩამოყალიბდა მევენახეთა მსხვილი ჯგუფები,  რომელსაც მოჰყავს ყურძენი, მხოლოდ იმისთვის, რომ სადმე ჩააბაროს ეს ყურძენი და მათთვის მნიშვნელოვანია რაოდენობა და არა ხარისხი. შესაბამისად ამ ყურძნისგან არ გამოდის კარგი ღვინო.

„დაფინანსებით ჩვენ გავზარდეთ უხარისხო ღვინის წარმოების ნაწილი, მეორეს მხრივ შეიძლება  სახელმწიფო  ზედმეტადაც  არის  ჩართული, რომ სხვა ბაზრები განვითარდეს და მარკეტინგში ფული  დაიხარჯოს, მაგრამ  გვაქვს ორი პოლიტიკა ორივე  მიმართულებით იხარჯება ფული და ერთი მეორეს  ხელს  უშლის. ფაქტობრივად  სახელმწიფო დაფინანსებით და სუბსიდირებით განვითარდა რაღაც კლასტერი, რომელიც  უხარისხოობაზე მუშაობს.

მინიმუმ გაწერილი მაინც უნდა იყოს, რა შემთხვევაში დავაფინანსოთ, რა მიზნობრიობით და წლიდან წლამდე როგორ მოხდება. ეს მაინც რომ იყოს გაწერილი, გვეცოდინებოდა რა როგორ  მოხდებოდა და  არ გვექნებოდა ასეთ  სპონტანური  გადაწყვეტილებები ყოველ წელს. ღვინის სააგენტოს განცხადებები შეეფერება იმ დაწერილ სტრატეგიას, რომელსაც  დარგი მიუყვება, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტო არის შემსრულებელი იმ პოლიტიკისა რომელსაც მთავრობა აყალიბებს.“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

წყარო:https://commersant.ge/