ველიჩკის მარილის შახტა (პოლ. Kopalnia soli Wieliczka) – ქვა მარილის საბადო პოლონეთში, ქალაქ ველიჩკაში, რომელიც მუშავდებოდა XIII–XX საუკუნეებში. შახტა ასახავს მარილის მოპოვების განვითარების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს შვიდი საუკუნის განმავლობაში. იგი წარმოადგენს დერეფნებისა და გალერეების მთელ წყებას, რომელიც განთავსებულია შვიდ დონეზე მიწისქვეშეთში. სიღრმე 57-198 მ., საერთო სიგრძე 200 კმ.
1978 წელს მარილის შახტა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ძველი მაღაროები მუზეუმებადაა გადაკეთებული.
შახტში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ამ კიბეებით რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩადიოდნენ მუშები მარილის მოსაპოვებლად.
ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი, ერთი დარბაზიდან მეორეში გადიან. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები,კედლები, იატაკი და ჭერი. ელეტრონის შუქზე ბრწყინავს მარილისკრისტალები. აქ მე-17-ე საუკუნეში ბერებს სამლოცველოც გამოუკვეთავთ. აქვეა მუშების მიერ გაკეთებული წმინდანთა მარილის ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე ერთი შეხედვით არ ეტყობათ. ნიკოლაი კოპერნიკი დაინტერესებულა და სანახავად ჩასულა მაღაროში და რაღაც პერიოდი უმუშავია კიდეც. ამ ფაქტის საპატივსაცემოდ კოპერნიკის მარილის ქანდაკება დგას ერთერთ დარბაზში.
ერთ-ერთი ვიწრო დერეფნის ბოლოს ბარიერია, იმის იქით-ტბა. გულითაც რომ გინდოდეთ,მასში ვერ დაიხრჩობით, ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია, ასევე ფოსტა და სუვენირებით სავსე პატარა მაღაზიები. დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს ლიფტით უბრუნდებიან
ვიელიჩკას მარილის მაღაროებში ცხენების შრომა იყო ფასდაუდებელი.
ცხენებს იყენებდნენ გადასაზიდად, სხვადასხვა ამწევ მექანიზმებზე, მოკლედ ყველა მძიმე სამუშაოზე, რასაც ადამიანი ვერ ძალავდა. ჩაჰყავდათ გვირაბებში ზოგჯერ ისეთი ცხენები, რომლებიც მინდორზე სამუშაოდ გამოუსადეგარი იყვნენ. ავადმყოფები. მიწისქვეშა მარილიანი ჰაერი მათ გამოჯანმრთელებას ხელს უწყობდა და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დღის სინათლეს სიკვდილამდე ვეღარ ნახულობდნენ.
დიახ, ცხენები გვირაბებში მოხვედრის შემდეგ მხოლოდ გვამის სახით ამოჰქონდათ, მანამდე კიდევ მუშაობდნენ ადამიანებთან ერთად დღეში 13 საათს. ადამიანები კი იყვნენ ღარიბი ფენიდან, სიკვდილმისჯილებიც და კატორღელები. შრომის საფასური იყო ძალიან მცირე და ბონუსად აძლებდნენ ერთ მუჭა მარილს, რაც მუჭში დაეტეოდა. (რაც -დიდი ხელისგული, მით - მეტი მარილი.) მარილი კი , მოგეხსენებათ, ზოგჯერ ოქროზე ძვირფასია.
ამ მიწისქვეშა ქალაქში იყო დასახლებები, სადაც ქორწილებიც კი იმართებოდა, ბავშვები იბადებოდნენ, ანუ ხალხი ცხოვრობდა, რასაც ჰქვია. მაგ დასახლებებში ტურისტი ვერ ხვდება. ისედაც მათ მხოლოდ ორ პროცენტს აჩვენებენ მთელი ქალაქის. მთლიანად გვირაბების დათვალიერება შეუძლებელია.
13 საათის მუშაობის შემდეგ ვის ჰქონდა ამოსვლის ძალა 300-200, ან თუნდაც 100 მეტრის სიღრმიდან? ამიტომ იქვე ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.