USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ვედანტ პატელი: როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა
თარიღი:  

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას უპასუხა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებიც გვინდა პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

მან ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და არსებობს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - დასძინა მან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის