USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ვაზისუბანში, დასასვენებელი და გასართობი სივრცეების რეაბილიტაცია განახორციელდა
თარიღი:  499
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, დასასვენებელი და გასართობი სივრცის რეაბილიტაცია ორ მისამართზე განახორციელა.
 
სამუშაოების ფარგლებში, 2400 კვ.მ. ფართობზე, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ლედ განათება, ტერიტორია გამწვანდა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 576 761 ლარით დაფინანსდა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის