USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ვაჟა-ფშაველას N10-ში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
თარიღი:  575
ვაჟა-ფშაველას N10-ში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N10 კორპუსის ეზოში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივმა ბავშვებმა ეზოს კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, საბურთალოს რაიონის გამგებელს მიმართეს. გიზო ვასაძე ადგილზე შეხვდა წერილის ინიციატორებს და ამ შეხვედრის შემდეგ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გადაწყდა.
პროექტის შედეგად, განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 75 000 ლარი დაიხარჯა.
საბურთალოს გამგებელმა დასრულებული სამუშაოები ინიციატორ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის