USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს
თარიღი:  510
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, 4000 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე კომბინირებული, სხვადასხვა ასაკის და ინტერესების ადამიანზე მორგებული საზოგადოებრივი სივრცე განთავსდება. მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეებიც.
კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდება და გამწვანდება ფერდობები.
ამჟამად, ტერიტორიაზე, ასევე, ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაო მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის