USD 2.6223
EUR 3.0264
RUB 3.2281
თბილისი
ვაჟა ფშაველა - რაზიკაანთ ცალთვალა დევი
თარიღი:  21595

საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველაზე:

ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული. მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლიათ: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო).

22 წლის იყო ლუკა რაზიკაშვილი, სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში რომ გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა

ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში სწავლისას შეარქვა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა. ფშავ-ხევსურეთში,,ვაჟა’’ კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა. "კა ვაჟა ასავ" რომ იტყვიან მთაში ნიშნავს "კარგი ბიჭი არისო".

ვაჟა სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდა: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ.

ვაჟა-ფშაველას პირველი ნაწარმოები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მოისმინა იყო „შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და თურმე იძახდა: „კოჭებზევე ეტყობა რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს!"

ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ შუაღამისას ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია.

ვაჟამ 29 წლის ასაკში, 1890 წელს, ერთი თვის მანძილზე დაკარგა ორივე მშობელი – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა.

31 წლის ვაჟა-ფშაველას ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაციის შემდეგ თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და „რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.

ვაჟას ორი ცოლი ჰყავდა, სიყვარულით კი ბევრჯერ ჰყვარებია, თუმცა საპირისპირო სქესს სიყვარულში ხშირად ვერ უტყდებოდა.

„შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ.

 

როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთნ ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.“ - ექვთიმე თაყაიშვილი (მოგონებები)

სიკვდილის წინ ვაჟამ მთა და მთის წყალი ინატრა. მას ლოგინი იატაკზე დაუგეს და ზედ მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

,,მუხთალო წუთისოფელო,

ტანჯული შვილი გშორდები,

თუ ვინმეს ვალი მიმყვება,

იქიდან გავუსწორდები’’.

დიდუბიდან მთაწმინდაზე ვაჟა-ფშაველას ნეშტი მისმა ნათლულმა, გიორგი ლეონიძემ, და ,,ცისფერყანწელებმა’’ გადაასვენეს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის