„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.
„აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, -აცხადებს გოლეთიანი.
ცნობისთვის,"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამავე განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.