USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვარკეთილში არსებული ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
თარიღი:  825

ვარკეთილში არსებული ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, სანამ შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.

„ერთი წლის წინ, როცა ჩაგვბარდა ამ კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა, მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა, ასევე, რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა კორპუსის მოსახლეობასთან. მათ შევთავაზეთ, რომ ესარგებლათ გამგეობის პროგრამით, დროებითი საცხოვრებლის ფართის იჯარის გადახდის პროგრამით. სამწუხაროდ, 5-მა ოჯახმა ისარგებლმა მხოლოდ ამ პროგრამით, დანარჩენები კი კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩვენ ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა ეს კორპუსი და დღეს შეამჩნია საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, რომ მოხდა შენობის დამძიმება, მოხდა სახეცვლილება. ადგილზე გამოძახებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ევაკუირებულია მოსახლეობა. გადავიყვანეთ სასტუმროში ავტობუსით. სასტუმროში გაჩერდებიან, სანამ დალაგდება შესაბამისი ფართების მოძიება და შემდეგ ქირით გადავლენ. 15 ოჯახი, 50 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 5 ოჯახი ქირით გვყავდა გადაყვანილი. დანარჩენმა არ გამოთქვა სასტუმროში წასვლის სურვილი. მათ ურჩევნიათ, რომ ნათესავებთან გაჩერდნენ“, - განაცხადა გამგებელმა.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის მერიის განაცხადებით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო.

მერიაში განმარტეს, რომ კორპუსის ავარიულობის გამო მცხოვრებლები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ და ქირით გასულიყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა მერიაში ნგრევის ფაქტს არ ადასტურებენ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის