USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ვალერი ზალუჟნი - მტერს სტრატეგიული ინიციატივა წავართვით, კრიტიკული დანაკარგები მივაყენეთ
თარიღი:  875

გარკვევით ვაცნობიერებდით, რომ პირველი თვე გარდამტეხი მომენტი იქნებოდა. მტერს სტრატეგიული ინიციატივა წავართვით, კრიტიკული დანაკარგები მივაყენეთ და ვაიძულეთ ისინი, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე - ქალაქ კიევის აღებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად მხოლოდ თავს არ იცავს, არამედ წარმატებულ კონტრშეტევასაც ახორციელებს.

„დღეს ჩვენ მხოლოდ თავს არ ვიცავთ. ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია. მოვახერხეთ ხარკოვისა და მიკოლაივის განბლოკვა, მიმდინარეობს ბრძოლები ხერსონის მიმართულებით,“- აღნიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ზალუჟნიმ მარიუპოლის დამცველებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათ დიდი დახმარება გაუწიეს შეიარაღებულ ძალებს.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მარიუპოლის დამცველები, რომლებმაც თავიანთი გმირული ღვაწლით შეაკავეს მტრის ფორმირებები და სხვა მიმართულებით თავდაცვითი ხაზების აღჭურვის საშუალება მოგვცეს,“- აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის