USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  515
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სულ 13 000 მ2 ფართობზე რეაბილიტაცია ხორციელდება.
 
სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერთან გიორგი ტყემალაძესთან და მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„კომუნიკაციების განახლებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რაც შეეხება, სამუშაოების 95% შესრულებულია. დაწყებულია საგზაო სამუშაოები. უახლოეს დღეებში გამწვანების კომპანია შემოვა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. პარალელურად ეწყობა ტროტუარები. 10 სექტემბრისთვის პროექტი უნდა იყოს დასრულებული. გარკვეული დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით არის, თუმცა ქუჩის დიდ ნაწილზე ასფალტის ორი ფენა დაგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ამ დროისთვის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე ქსელები სრულად არის შეცვლილი, ხოლო გაზმომარაგების მილების განახლება ბოლო ეტაპზეა.
 
ასევე, ვაკის პარკიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და გიორგი წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია. გარდა ამისა, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, ასევე, უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა გადასასვლელები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
 
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი გამწვანების მასშტაბური სამუშაოებს განახორციელებს, ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახის საფარი.
 
ადგილზე მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ტოგონიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way