კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რაიონის სხვადასხვა უბანში 911 ძირი ხე-მცენარე დაირგო, რაზეც, დაახლოებით, 404 130 ლარი დაიხარჯა.
გამწვანების სამუშაოები სკვერებში და რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა.
დაირგო როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.