USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ვაკის რაიონის გამგებელი: ძლიერი წვიმის შედეგად, ყიფშიძეზე ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ტერიტორია გადაიკეტება
Date:  451

ხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისის რამდენიმე უბანში. ძლიერი წვიმის შედეგად, ყიფშიძის ოთხ ნომერში ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია გზის სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც რამდენიმე ავტოფარეხს ესაზღვრება. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

მას შემდეგ, რაც ექსპერტების დასკვნა გახდება ცნობილი, საპროექტო სამუშაოები დაიწყება და საპრევენციო ღონისძიებები გატარდება.

ყიფშიძის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას დილით ვაკის რაიონის გამგებელი სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

„უხვი ნალექიდან გამომდინარე ჩამოიშალა ფერდი. ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზის ნაწილი. ამ ეტაპზე იმის საფრთხე, რომ კიდევ ჩამოიშალოს ფერდი, არ არსებობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ტერიტორია გადაიკეტება და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნები, დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს“, - აღნიშნა დავით კვინიკაძემ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way