USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულებულია
თარიღი:  1051

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ზონირების პრინციპის დაცვით, აქ ახალი სივრცეები მოეწყობა. საბოლოოდ, დედაქალაქს ვაკის პარკი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით დაუბრუნდება. ძალიან სასიხარულოა, რომ პარალელურად ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციაც დაიწყება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამჟამად, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო მოედნის, ფანჩატურების, ბეტონის ბილიკების, ელექტროგაყვანილობისა და სარწყავი ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, უკვე აშენებულია ადმინისტრაციული შენობა და წყალსაცავი რეზერვუარი, მოწყობილია სანიაღვრე ცენტრალური ქსელი, რესტავრირებულია ძველი სანათები და დამონტაჟებულია საპარკე ფურნიტურა.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს. კერძოდ, უცვლელი რჩება პარკის გეგმარება.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება პარკში არსებული ღია კინოთეატრის შენობა; მოეწყობა ცხოველების სასეირნო ახალი სივრცე, საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და სამაგიდო თამაშების ზონები; განახლდება ველობილიკი.

დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდება მცენარეული საფარი. პარალელურად, იწყება ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის პროექტიც უკვე მზადაა. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამადაა. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის