რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ.
„შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.