USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ
თარიღი:  870

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. ბუჩაში მათთან ერთად იმყოფება უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.

"ეს წარმოუდგენელია, რაც აქ მოხდა. ჩვენ, პუტინის არმიის სასტიკი სახე ვნახეთ", - განაცხადა ლაიენმა.

როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის