USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
Euronews: „საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა“
дата:  758

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა.  გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, „Euronews”-ის ობიექტივში მოექცა.

საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან : „Forbes“, “Bloomberg”, “Euronews” , “Conde nast traveler”.  ჟურნალისტები ღონისძიების გაშუქების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. „Euronews“-ის ჟურნალისტი ლოტი ლიმბი საქართველოში მიღებულ უახლეს გამოცდილებას უზიარებს მკითხველს.

ავტორი აღფრთოვანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნანახი ოქროს ნაკეთობების გენიალურობით, იგი ხაზს უსვამს არქიტექტურისა და კულტურის ერთ ჭერქვეშ შერწყმას. ჟურნალისტი განსაკუთრებულ გამართლებად მიიჩნევს საქართველოში სექტემბრის მიწურულში ჩამოსვლას, რადგან მისი აზრით, ამ პერიოდში ქვეყნის ეროვნული ღირსება მეტად მკაფიოდ იკვეთება.

ჟურნალისტი არ იშურებს რჩევების სერიას საქართველოს მომავალი სტუმრებისთვის და  შესაბამისად, სტატიაც მრავალმხრივი რეკომენდაციებითაა დატვირთული.

„Euronews”-ის  ჟურნალისტი განსაკუთრებულად გამოხატავს, საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში, ჩამოსვლით განცდილ სიამაყეს. იშველიებს კახეთის ტურის ფარგლებში გიდისგან გაგონილ სიტყვებს: „თუ კაცი კარგ ღვინოს ამზადებს, ესე იგი, კარგი კაცია, რადგან ცუდი კაცი კარგ ღვინოს ვერ გამოიყვანს, ქვევრში ღვინის დამზადების მეთოდი „იუნესკომ“ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, შესაბამისად, ქვევრის ღვინის ყლუპში „იუნესკოს“ ელფერიცაა ჩაქსოვილი“.

სტუმარი ალავერდის მონასტრის, თელავისა და წინანდლის დიდებულებას არ ტოვებს უყურადღებოდ. ასევე, ასახელებს კონკრეტულ ადგილებსა და მეღვინეობებს, სადაც ღირს ქართული ღვინის დაგემოვნება.

ავტორის აზრით, საქართველოში კერძებზე აზრის გაელვება ავტომატურად აცოცხლებს მრავალფეროვან არჩევანსა და ფართო გასაქანს. „საქართველოს სამზარეულო აღმატებულად სახასიათოა, ხაჭაპური „უნამუსოდ“ გემრიელი, აჯაფსანდალი, შეიძლება ითქვას, რომ გემოებით გამდიდრებული მოთუშული ბოსტნეულის კერძი, ხოლო ხინკალი კი ხორცით გატენილი გულსართიანი კერძი“,- აღწერს ჟურნალისტი.

სტატიის მიწურულს ლოტი ლიმბი აცხადებს, რომ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის დასრულება და კვლავ დაბრუნების სურვილის გაღვივება ერთმანეთს მიება. ჟურნალისტს უკვე აქვს წარმოდგენილი, თუ რით დაკავდება საქართველოში მომდევნო ვიზიტის ფარგლებში.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати