USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება
თარიღი:  1017
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება.
„პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. იყო კონკრეტული სახლი, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვა მოხდება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი სწორხაზოვნად განხორციელდეს და არ მოგვიწიოს შეფერხება. წყნეთიდან, ბაგებიდან წამოსულ ავტომანქანებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება, არამედ პირდაპირ ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე გადასვლა შეეძლებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით.
აღნიშნული პროექტი, რომელსაც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, 2025 წლის იანვარში დასრულდება.
გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით დაფინანსდება.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის