USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
«Hungary Today» (უნგრეთი): „უნგრეთი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო სხვისი ხელებით მორიგ ბრძოლის ველად არ გადაიქცეს: ბუდაპეშტი თბილისს „ფერადი რევოლუციის“ თავიდან აცილებაში ეხმარება“
თარიღი:  338

----------------------------------

უნგრული პოპულარული ინგლისურენოვანი ელექტრონული გაზეთი „ჰანგერი თუდეი“ (Hungary Today – „უნგრეთი დღეს“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უნგრეთი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო სხვისი ხელებით მორიგ ბრძოლის ველად არ გადაიქცეს: ბუდაპეშტი თბილისს „ფერადი რევოლუციის“ თავიდან აცილებაში ეხმარება“ (ავტორი - დენიელ დემე). მასალაში განხილულია უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ევროპისაკენ მიმავალ „ეკლიან გზაზე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლელი ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ უნგრეთის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ თითქოსდა ამ პატარა კავკასიური ქვეყნის სასიკვდილო აგონიაში ყოფნის დადასტურებას წარმოადგენს, შეცდომას უშვებენ. იბადება კითხვა: რა დგას უნგრულ-ქართული კავშირების განმტკიცების უკან - იმ კავშირებისა, რომლებიც ბევრში ნეგატიურ რეაქციას იწვევს?

ამ კვირაში უნგრეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეწვია - ეს მისი პირველი საზღვაგარეთული ვიზიტია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მისი ინტერესების განხორციელებას. „ჩვენ - საქართველო და უნგრეთი - თავდასხმების ობიექტები გავხდით... შეტევებს, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ ლიბერალური მეინსტრიმი აწყობს, პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათი აქვთ. როცა არჩევნებში კონსერვატიული პატრიოტული პარტია იმარჯვებს, ამ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ხასიათი ეჭვქვეშ დგება, ხოლო როცა ლიბერალური პარტია იმარჯვებს, ამ გამარჯვებას ბერავენ და დემოკრატიის ფანტასტიკური ტრიუმფად წარმოაჩენენ“. მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ მცდელობას სანქციები დააწესოს საქართველოსა და ქართველი პოლიტიკოსების მიმართ.. 

ოქტომბრის ბოლოს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თბილისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. ვიზიტის დრო იმ გათვლით იყო შერჩეული, რომ სიგნალი გაგზავნილიყო როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნებისათვის“, ასევე ევროკავშირისთვისაც: ევროპული კონსერვატიული პოლიტიკური სისტემა მზადაა მოიგერიოს შეტევები ქართველ კონსერვატორებზე და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.

მართლაცდა, ევროპელი ლიბერალების შეტევებმა არ დააყოვნა. პროცესის ევოლუცია ყველაზე კარგად ჩანს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეპ ბორელის განცხადებებში.

თავის პირველ განცხადებაში, 26 ოქტომბერს, ჟოზეპ ბორელი იმოწმებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას და ამბობს, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა გავრცელდა ცნობები სახელმწიფო მოსამსახურეთა თითქოსდა დაშინებების თაობაზე. 29 ოქტომბერს ჟოზეპ ბორელი აკეთებს მეორე განცხადებას და ახსენებს საჩივრებს, რომლებიც „შიდა დამკვირვებლებისაგან“ მიიღო - თითქოსდა არჩევნები არ იყო „თავისუფლად და პატიოსნურად ჩატარებული“. 19 ნოემბერს კი ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოს იმ სწორი გზიდან გადაახვევინეს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისაკენ მიჰყავს. ანუ ეს ნიშნავს, რომ „ჭეშმარიტების გზიდან გადახვეული „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არასწორია და რომ ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებში იმალება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნებოდა ვიცოდეთ, თუ ვინ არიან ზემოთ ნახსენები „შიდა დამკვირვებლები“, რომლებიც ესოდენ ბეჯითად და მტკიცედ გამოხატავენ ეჭვებს, თითქოსდა ჩატარებული არჩევნები არც სამართლიანი არ იყო და არც პატიოსანი. ერთი მხრივ, ასეთი საჩივრების ავტორები არიან ოპოზიციური პარტიები, რომელთა ყველაზე ხმაურიან და გააფთრებულ მხარდამჭერად იქცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირადული კონფლიქტი აქვს (რაც ყველამ კარგად იცის). გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პირადი დაინტერესება აქვთ, რომ ხმის მიცემის მიმართ ეჭვი გამოხატონ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - მათგან შეიძლება გამოირჩეს სამი ძირითადი და საკვანძო ორგანიზაცია: პირველი - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED), რომელიც დაფინანსებას ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-სგან იღებს, მეორე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მესამე - კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელშიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული და რომლებსაც ძირითადად მემარცხენე რადიკალური ფონდები აფინანსებენ.

მაგრამ რისთვის ჭირდებათ გლობალურ-ლიბერალურ და პროგრესულ-მემარცხენე მოძრაობებს „ქართული ოცნებისადმი“ სიძულვილის გამოხატვა? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ირაკლი კობახიძის გამოსვლა ბუდაპეშტში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ (CPAC) კონფერენციაზე. მან ლიბერალები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ემუქრებიან ხალხთა თვითმყოფადობას მთელ მსოფლიოში, პროპაგანდას უწევენ „ლგბტ“-საზოგადოებებს და ძირს უთხრიან ქრისტიანულ ღირებულებებს და იდენტურობას. სხვათა შორის, სიძულვილის კიდევ ერთი მიზეზს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ თაობაზე, რომლის ძალით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან აჩვენონ უცხოული დაფინანსების რაოდენობა და წყაროები. ამ კანონით, როგორც იტყვიან ხოლმე, „ბოლო ლურსმანი დაეჭედა“ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (სამოქალაქო სექტორის) ურთიერთობებს.

ქართული სამოქალაქო სექტორი დღეს არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ქუჩებში მიტინგებს და საპროტესტო აქციებს ატარებს. არადა, მათი ამგვარი მოქმედების მიზეზები, პრობლემების მასშტაბები და ხასიათი გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გაიგებ, რომ კავკასიურ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონია, 26 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, ანუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველ 144 მცხოვრებზე! ისინი ძირითადად საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და ისეთ რესურსებს ფლობენ, როგორიც ადგილობრივ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ბიუჯეტისგან დაფინანსებულთ, არცკი დაესიზმრებათ. შესაბამისად, მათ დიდი გავლენები აქვთ და ხშირად პარალელური ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომლებსაც არჩეულ აღმასრულებელ სტრუქტურებთან მეტოქეობა შეუძლიათ.

დასავლეთში არიან ისეთი ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ არც უნგრეთისა და არც საქართველოს კონსერვატიული პოლიტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა წინმსწრები მოქმედებით აღკვეთა კოორდინირებული თავდასხმები „ქართული ოცნების“ მთავრობი მიმართ, როცა საქართველოს მანამდე ეწვია, სანამ მადესტაბილიზებელი ძალისხმევა ძალადობრივ საპროტესტო აქციებში არ იყო გადაზრდილი. დღეს ჰაერივით არის საჭირო იმ პოლიტიკური ძალებთან ურთიერთობა ევროპაში, რომლებიც თავიანთ დემოკრატიას იცავენ. საქართველოს ხელმძღვანელობა სარგებლობს თავისი მტკიცე დემოკრატიული უფლებამოსილებით და ეფექტურად ანგრევს საზღვარგარეთელი სპონსორების მიერ ორგანიზებულ შეთქმულებას, რომელიც „ფერადი რევოლუციით“ არის შენიღბული. და მაინც, საქართველოს ძალიან ჭირდება უნგრეთის მხარდაჭერა, რათა ამ თავდასხმების ნამდვილი მიზეზი გამოაშკარავდეს.

წყარო: https://hungarytoday.hu/hungary-on-the-frontline-against-turning-georgia-into-another-proxy-war-wasteland/

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.