USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
«Sunday Observer» (შრი-ლანკა): „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“
თარიღი:  1238

შრი-ლანკის ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის „სანდი ობსერვერის“ (Sunday Observer - იბეჭდება კოლომბოში 1928 წლიდან) 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“ (ავტორი - პრასანა პრემედასი, პროფესორი, თავდაცვის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი).

პუბლიკაციის შესავალში გადმოცემულია საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური და დემოკრაფიული მონაცემები, მმართველობის ფორმა, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. „მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, შავი ზღვისა და აბრეშუმის დიდ გზის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩაბმული ვაჭრობაში იმდროინდელ მრავალ ქვეყანასთან - დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებთან“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უშუალოდ განიხილავს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას, დაწყებული 1990-იანი წლებიდან:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაიწყო მსხვილი ეკონომიკური გარდაქმნები, თუმცა პარალელურად - ისევე როგორც სხვა პოსტასაბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოც ეკონომიკური კოლაფსში მოექცა (1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 1989 წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა). სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა პოლიტიკური არასტაბილურობით, რეგიონული სეპარატიზმით, სამოქალაქო ომით და სხვა ნეგატიური პროცესებით. 1997-98 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონია. შემცირდა უცხოური ინსვესტიციები. აყვავდა კორუფცია, ნათლიმამობა... გაიზარდა უმუშევრობა... გაფართოვდა შროის უნარიანი მოსახლეობის მიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა საქართველომ დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რომლებმაც ქვეყანას ხელი შეუწყეს სხვადასხვა რეფორმების გატარებაში და ეკონომიკის აღდგენაში. საქართველოს მთავრობამ მეწარმეობას განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, შეამცირა კორუფციის დონე, მიიზიდა უცხოური ინვესტიციები... განსაკუთრებით განვითარდა ტურიზმი... მსოფლიო ბანკმა საქართველოს „მსოფლიოში უპირველესი ეკონომიკური რეფორმატორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ბიზნესის წარმოების გაიოლების რეიტინგში 112-ედან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლისათვის ამ მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა - ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 2021 წელს მე-12 ადგილი. 2001 წელს საქართველოს მოსახლეობის 54% სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2023 წლისათვის ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე შემცირდა (...)

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო წლებში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოიყო. მისი დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია - ქვეყანის ეკონომიკამ შეინარჩუნა სტაბილურობა, დაჩქარდა საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა. განმტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. (...)

21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისათვის ქვეყანაში უკვე მკვეთრადაა შემცირებული უმუშევრობა, გაზრდილია მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. დიდი ინვესტიციებია ჩადებული ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო (ციფრული) ტექნოლოგიების განვითარებაში.  2023 წლისათვის საქართველომ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 65-ე ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრული მართვის წყალობით საქართველომ ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა მოკლე ხანში შეძლო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წყარო: https://www.sundayobserver.lk/2024/09/22/news-features/33312/how-georgia-recovered-through-imf-restructuring/

 

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის