PowerPoint არავის უყვარს. არსად, არასდროს და არავის უთქვამს- „რა კარგია, სპიკერმა თავისი PowerPoint პრეზენტაცია დაიწყო“. შეგვიძლია ეს იმის ნიშნად ჩავთვალოთ, რომ PowerPoint უსარგებლოა.
როგორც ამბობენ, PowerPoint-ის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაშიც კი, ვერ ვაღწევთ მთავარ მიზანს, რომელიც პრეზენტაციის დროს აუდიტორისათან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას გულისხმობს.
კომუნიკაცია ეფექტურია მაშინ, როდესაც აუდიტორიას მიწოდებული ინფორმაცია ესმის და იმახსოვრებს. PowerPoint ამ პროცესს ხელს უფრო უშლის, ვიდრე უწყობს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ლამაზია ან სწორადაა აწყობილი ჩვენი პრეზენტაცია, ხარვეზი თავად PowerPoint-შია.
PowerPoint პრეზენტაციის პოპულარობა იმ მოსაზრებიდან გავრცელდა, რომლის მიხედვითაც აუდიტორია პრეზენტატორის საუბარს უკეთესად იგებს და აღიქვამს მაშინ, როდესაც ინფორმაციას ვიზუალურადაც ხედავს. ინტუიტიურად, თითქოს ეს მოსაზრება სწორი უნდა იყოს, თუმცა ყველა მტკიცებულება საწინააღმდეგოს მიუთითებს.
პერდუს უნივერსიტეტის ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტმა 2008 წელს PowerPoint-ის შესახებ კვლევა ჩაატარა. დადგინდა, რომ ლექციიდან, რომელსაც ლექტორი PowerPoint-ის გამოყენებით ატარებდა, სტუდენტებმა 15%-ით ნაკლები ინფორმაცია აითვისეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრო და ენერგია, რომელსაც PowerPoint პრეზენტაციის შექმნაში ვხარჯავთ, ფუჭადაა დაკარგული, რადგან საბოლოო მიზანს არ ემსახურება. PowerPoint ვერ აკეთებს იმას, რაც წესით უნდა გაეკეთებინა.
Power Point ის ნაკლებად ეფექტურობის მიზეზი არის ის, რომ ადამიანის ტვინში ერთდროულად ერთიდაიგივე ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიის გადამუშავება გაუგებრობას ქმნის, რასაც სამედიცინო ენაზე კოგნიტური გადატვირთვა ეწოდება. ეს იგივეა ერთსადიგივე სიმღერას ერთდროულად სხვადასხვა კლავიშებსა და ტემპში რომ ვუკრავდეთ.
სლაიდების კითხვა და თან პრეზენტატორის სმენა ამცირებს ინფორმაციის ათვისების ხარისხს, ამიტომ უმჯობესია, სპიკერი უბრალოდ საუბრობდეს. სლაიდების საშუალებით შეიძლება პრეზენტაცია ნაკლებად მოსაწყენი გახდეს, თუმცა ვერასდროს გახდება შედეგიანი.
უფრო დიდი კოგნიტური გადატვირთვა ხდება მაშინ, როდესაც PowerPoint-ს დიაგრამების წარსადგენად ვიყენებთ. დიაგრამები რამდენიმე სლაიდს ერთ სლაიდში აერთიანებს და წარმოადგენს რიგი ჩამოთვლილი საკითხების „ბულეთების“ მოზაიკას, რომლებიც ერთმანეთს ისრებითა და ხაზებით უკავშირდება. ეს დიაგრამები სულაც არ იწვევს სიცხადეს, პირიქით, კიდევ უფრო აბნევს აუდიტორიას. ეს ალბათ ყველასათვის ცნობილია, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია PowerPoint პრეზენტაციას. ამ დიაგრამების შემყურე გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ერთხელ იხუმრა, ამ სლაიდს თუ გავიგებთ ომსაც მოვიგებთო
PowerPoint-ს შეუძლია ტექნიკური დიაგრამების, სქემებისა და მულტიმედიური შინაარსის ფაილების წარმოდგენა. თუმცა, ვიდეოები ან აუდიო ჩანაწერების PowerPoint-ით ჩვენება მასობრივი გადატვირთვის ტოლფასია. ასეთი მონაცემები თავისუფლად ინახება jpg და mp4 ფაილად, რომელიც იმაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს, ვიდრე PowerPoint. ასეთი ფაილების ჩვენება ნებისმიერ მოწყობილობაზე (მაგ:სმარტფონი) შეგვიძლია ყველანაირი ძვირადღირებული პროგრამული პაკეტების მოთხოვნის გარეშე.
PowerPoint-ს კიდევ ერთი დიდი მინუსი აქვს, ის ზღუდავს დისკუსიის შესაძლებლობას. მიუხედავად რეპლიკისა „ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეკითხვა დამისვათ“ PowerPoint-ის პრეზენტაციის დროს სპიკერის შეჩერება ნაკლებად ხშირად ხდება, ეს კი პრეზენტაციებს ხანგრძლივს და ცოტა მოსაწყენადაც კი აქცევს. PowerPoint-ის გამო, შეკითხვები პრეზენტაციის ბოლოს გადადის, რადგან არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ყველაფერი, რისი ცოდნაც აუდიტორიას სჭირდება PowerPoint-ზე არის ასახული.
„ბულეთების“ სახით მოწოდებული ჩანაწერებიც სირთულეა- აუდიტორიას ხელს უშლის ჩაიწეროს ის, რასაც სპიკერი საუბრობს. PBS-ზე გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, სმენისას ჩანაწერების გაკეთება ინფორმაციის ათვისებას ამარტივებს. თუ შეხვედრებზე ინფორმაციას ბრიფის, საკითხავი დოკუმენტის ან სამუშაო „ფაილის“ სახით გვაწვდიან, ადამიანები მარტივად ახერხებენ ი ჩანაწერები გააკეთონ, რაც ზრდის ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობასა და ხარისხს.
PowerPoint-ის დრო უკვე წავიდა. მსოფლიოს მთავარმა კომუნიკატორებმა მასზე უკვე უარი თქვეს. მგონი დროა დავიჯეროთ უნივერსიტეტის კვლევა და დავტოვოთ Power Point 1980-იანებში, ჩვენ კი ნაკლები დრო და ენერგია ვხარჯოთ მის აწყობაშიდა დაზოგილი დრო კი საუბრის უკეთ სტრუქტურირებაში გამოვიყენოთ.
წყარო: http://www.insource.ge/ge/node/430
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.