USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, ეს არ იქნება ის, რაც ყირიმში მოხდა - სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა იქნება
თარიღი:  794

უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის გადაადგილებით ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჭადრაკს თამაშობს , - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გაზეთ The Wahington Post-თან ინტერვიუში.

„ის ევროკავშირის ერთიანობას, ნატოს მოკავშირეების ერთიანობას, ჩვენს საზოგადოებას, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ცდის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ის და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ერთნაირ დასკვნამდე მივიდნენ.

„ჩვენ ერთნაირი შეფასება გვაქვს რისკებსა და საფრთხეებზე, თუმცა განსხვავება რისკების აღქმაშია. უკვე რვა წელია, რაც ამ სტანდარტით ვცხოვრობთ - ამიტომაც ფსიქოლოგიური იმუნიტეტი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი გარდატეხის მომენტში იმყოფება და ცდილობს გადაწყვეტილება მიიღოს, „გადაკვეთოს თუ არა უკრაინის საზღვარი და დაწვას თუ არა ხიდები, ან ჯერ კიდევ ვაჭრობს და ცდილობს მისთვის რაიმე საინტერესო გამონახოს“.

„ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ის ცდილობს ადამიანთა გულებში შიში დათესოს“, - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა პუტინი უნდა გადაარწმუნონ, რადგან ნებისმიერი ასეთი შეჭრა უკრაინასა და ევროპას ბევრად უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეს, ვიდრე რუსეთის ქმედებები 2014 წელს.

„ჩვენ ის შეჭრამდე უნდა გავაჩეროთ და არა შეჭრის შემდეგ. ეს არ იქნება ის, რაც ყირიმში მოხდა. ეს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა იქნება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის