USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს
თარიღი:  489

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა “ტელეგრამის” პირად არხზე გამოაქვეყნა.

“დღეს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად,” - წერს შმიგალი.

მან ასევე შეთანხმების ექვსი საკვანძო პუნქტი აღწერა.

  1. უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  2. უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  3. უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  4. აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  5. ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  6. შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.

ასე რომ, არ გაჩნდება არავითარი წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან,” - წერს შმიგალი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის