USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ანდრეევკა დაიბრუნეს
თარიღი:  568

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს.

„თავდასხმის ოპერაციების დროს დონეცკის ოლქის ანდრეევკას დასახლება აიღეს, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ. გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კლიშევკის რაიონში შეტევითი ოპერაციების დროს ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის