USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
უკრაინელებმა დიდი რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურეს
თარიღი:  371

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი.

ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!" - წერს ოლეშჩუკი.

საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

შეგახსენებთ, მანამდე, ოკუპირებული ფეოდოსიას მცხოვრებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო კადრები გავრცელდა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის